10, ნოემბერი 2019 22:01:00
ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მესამე დღეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს.
„ახლა ვიტყვით მამაო ჩვენოს და უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ამ პრემიერას. აქ მოვედი შვილთან ერთად, რომელიც 11 წლისაა. სამი დღეა მთხოვს წამიყვანეო, მესამე დღეს ბავშვს ეს სურვილი შევუსრულე,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვატო ნებუნიშვილმა.
„აპოლოსთან“ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.